დასავლური რელიგიური ხელოვნების ბულგაკოვისეული თეოლოგიური აპოლოგია

0

რობერტო ჯ. დე ლა ნოვალი (Roberto J. De La Noval)

„აღორძინების ხანიდან მოყოლებული, დასავლეთის რელიგიური მხატვრობა სხვა არაფერია თუ არა ერთი უზარმაზარი ტყუილი“. ეს პავლე ფლორენსკიმ დაწერა „კანკელში“ (იკონოსტასში), რომელიც XX საუკუნის უმნიშვნელოვანესი ნაშრომია, სადაც მართლმადიდებლური ხატწერაა განხილული. დასავლური რელიგიური მხატვრობის „ტყუილის“ მიზეზი მისი ნატურალიზმი იყო, რომელიც გაიგებოდა, როგორც სახეებისა და მოვლენების რაც შეიძლება მეტად რეალისტური ფორმით გამოსახვის მცდელობა. როგორც ევან ფრიმანი აღნიშნავს, დასავლური ნატურალიზმის თეოლოგიური კრიტიკა ხატების შესახებ XIX და XX საუკუნეების მართლმადიდებლური რეფლექსიის მთავარი მახასიათებელი იყო, რომელიც აღმოსავლურ იკონოგრაფიას აღამაღლებდა და იმავდროულად, აკნინებდა დასავლურ რელიგიურ ხელოვნებას.

მიუხედავად ამისა, თუკი ჩვენ ვკონცენტრირდებით მამა სერგი ბულგაკოვის თეოლოგიურ პრობლემატოლოგიაზე ხელოვნების შესახებ, გაბატონებულ ტენდენციაში ერთგვარ გამონაკლისს აღმოვაჩენთ, რადგან თავის ესსეში „ხატები და მათი თაყვანისცემა“, რომელიც მან 1930 წელს დაწერა, ენობრივად და აზრობრივად ერმანეთთან აკავშირებს ხელოვნებას და ხატის მთლიან იდეას, ისე, რომ ეყრდნობა საკუთარ მთავარ არგუმენტს – თეოლოგიური ხატის შექმნა მდგომარეობს სამყაროს ფუნდამენტურ ხატოვნებაში (სახოვნებაში); ანუ, სამყაროს იდეალურობაში, როგორც ის გამოჩნდა მყოფობის არქეტიპულ ხატებში, რომელიც არის ღმერთის გონებაში და აძლევს მყოფობას მთელ შესაქმეს. შესაბამისად, ხელოვნება, რომელიც აღწევს ამ „პირვანდელი ხატების“ გამოსახვას, შეიძლება დახასიათდეს როგორც ხატობრივი, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ხელოვნების ყოველი ნიმუში არ არის თეოლოგიური ხატი. თუმცა, ბულგაკოვის არგუმენტი დასავლურ რელიგიურ ხელოვნებასა და აღმოსავლიურ ხატწერას ერთ საერთო ჩარჩოში განათავსებს და ამ გზით შესაბამისობაში მოჰყავს მათ შორის არსებული რეალური განსხვავება.

შედეგად, ბულგაკოვისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი თეოლოგიური კითხვა რელიგიურ ხელოვნებასთან მიმართებაში არის ის, თუ ვინაა გამოსახული: ქრისტე (ან წმინდანები) საღვთო ენერგიების შუქზე თუ ისტორიული პიროვნებები და მოვლენები, რომლებიც გამოხსნის ისტორიას შეესაბამებიან? თუმცა, ბულგაკოვი ფლორენსკის მსგავს დასკვნას აკეთებს, რომ ხელოვნება, რომელიც შემოსაზღვრულია პიროვნებებისა და მოვლენების ისტორიულ გამოსახვით, ვერ აღწევს იმას, რასაც ნამდვილი ხატი, მაგრამ, მაინც აღიარებს დასავლური რელიგიური ხელოვნების ღირსებას ქრისტეს ადამიანური ბუნების გამოსახვასთან დაკავშირებით, რომელიც „გამოიხატება ისე, როგორც ის დაინახეს ადამიანებმა სხვადასხვა სუბიექტური მოსაზრებების საშუალებით“. მაგრამ ქრისტე არაა ერთი უბრალო ადამიანი, ამიტომაც დასავლური რელიგიური ხელოვნება თავისი ნატურალიზმით ვერ გამოსახავს მას სრულყოფილად: მხოლოდ ხატის „იდეალური რეალიზმი“, რომელიც თავისი აბსტრაქტული სქემების ფორმებით ტრანსცენდენტულ რეალობას ეზიარება, საკმარისია, რომ ადამიანის თვალში როგორც ქრისტეს ღმერთკაცური ჰიპოსტასად, ისევე წმინდანების დიდებად გამოჩნდეს. შესაბამისად, გასაგებია, რომ ბულგაკოვი აბსოლუტურად ეთანხმება ფლორენსკის განსჯას, რომ „ხატწერა გამოავლენს იმ მეტაფიზიკურ რეალობას, რომელსაც იგი გამოსახავს“.

მიუხედავად ამისა, ბულგაკოვს არ უთქვამს თავისი ბოლო სიტყვა ხატებისა და დასავლური რელიგიური ხელოვნების შესახებ. უცნაურია, მაგრამ სწორედ ფლორენსკის იდეა იყო ის, რამაც მას მისი სიცოცხლის ბოლოსკენ, დასავლური რელიგიური ხელოვნების ნატურალიზმის თეოლოგიური დაცვისაკენ უბიძგა, მაგრამ  მხოლოდ ქრისტეს სიკვდილის ასახვასთან მიმართებაში. მისი აზრის ამ ცვლილების ახსნა თავად ბულგაკოვის ცხოვრებიდან მომდინარეობს, როდესაც ის თვითონ იყო სიკვდილის პირას მისული და სწორედ ამ ფერისცვალებითი გამოცდილებით შეხვდა ქრისტეს. თანახმად იმისა, რასაც ის თავის ესსეში „სიკვდილის სოფიოლოგია“ (1939) წერს, ყელის კიბოს ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში ის სიკვდილ-სოცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა- სულიერად, გრძნობითად და ხორციელად პარალიზებული. თავად ბულგაკოვმა ამ მდგომარეობას უწოდა „კვდომა სიკვდილის გარეშე“, რადგან იმის საპირისპიროდ, რაც მან 1926 წელს გადაიტანა (როცა თითქმის გარდაიცვალა და სიკვდილის შემდგომი ხილვა ჰქონდა),  1939 წელს მან თავი ღმერთისგან მიტოვებიულად და სიბნელისა და სიკვდილის ზღვარზე მყოფად იგრძნო. „როდესაც სიკვდილთან ახლოს ვიყავი, ვიგრძენი ქრისტე,  მისი სიახლოვე იყო შეგრძნებადი, თითქმის ხორციელი (ფიზიკური), მაგრამ… ეს იყო ერთი „ნაჭრილობევი და გათანგული (ღონემიხდილი) სხეულის“ სიახლოვე, რომელიც ჩემს გვერდით იყო“ (ესაია 53. 5). ბულგაკოვის გასაოცრად, ის, ვინც მას მოთმინებას აძლევდა იყო მხატვარ ჰანს ჰოლბაინის მაცხოვრის სურათი „მკვდარი ქრისტეს სხეული“. თუკი ადრე იგი ამ გამოსახულებაში რაღაც განსხვავებულს ხედავდა, ახლა იგი უკვე მიხვდა, რომ მხოლოდ ნატურალიზმს (და არა ქრისტეს სიკვდილის იკონოგრაფიულ გამოსახულებებს) შეეძლოთ ქრისტეს ვნების რეალობის გადმოცემა, აღწერა იმისა, რაც, ერთი მხრივ, ბულგაკოვმა თავად შეიგრძნო და რაც ქრისტემ მთელი ადამიანური ბუნების მიღებით განიცადა.

ბულგაკოვის მიერ ჰოლბაინის სურათის თეოლოგიური აზრის დაცვა, ჯვარცმული ქრისტეს ღმერთისგან მიტოვების გაგებიდან (რომელიც საღვთო დამდაბლების [კენოზისის] უმაღლესი მომენტია) მომდინარეობს. ამ უმაღლეს წამს, საღვთო ბუნება არ მოქმედებს ქრისტეს ადამიანურ ბუნებაზე (მიუხედავად იმისა, რომ არ წყდება განუყოფელი ჰიპოსტასური ერთობა), რათა დაიწყოს და განსრულდეს სიკვდილის პროცესი. შესაბამისად, მსგავსი მოვლენის გამოსახვა არ წარმოადგენს ქრისტეს ღმერთკაცობის გამოსახვას (რასაც ჩვენ მართლმადიდებლურ ხატწერაში ვხვდებით) არამედ მის მიტოვებული ადამიანობისას, რომელიც სულიწმიდის შეგრძნებისა და მოქმედების გარეშე სიკვდილს იქნა მიცემული.

ადვილია არასწორად იქნეს გაგებული ბულგაკოვის მოსაზრება და იმის თქმა, რომ იგი ცვლის თავის შეხედულებებს დასავლური რელიგიური ხელოვნების შესაძლებლობების საზღვრების შესახებ. მაგრამ ის, რაც რეალურად ხდება, სრულიად საპირისპიროა: ბულგაკოვი, ადასტურებს რა ჰოლბაინის გროტესკისა და შემაძრწუნებელი ნატურალიზმის თეოლოგიურ შესაბამისობასა და სულიერ საჭიროებას, იცავს აზრს, რომ სურათს – ზუსტად იმიტომ, რომ ის არაა ხატი – შეუძლია „დანახვადი გახადოს ის მეტაფიზიკური რეალობა, რომელსაც გამოსახავს“, ანუ ღმერთის არყოფნა. ბულგაკოვმა განასხვავა „ეს შემაძრწუნებელი ჭეშმარიტება“ თავის პიროვნულ გამოცდილებასა და ჰოლბაინის ხელოვნების ნატურალიზმში. სწორედ მისმა პიროვნულმა აღმოჩენამ შეაძლებინა მას გაეგო მეტაფიზიკური რეალობები (რომელიც შეეძლო დასავლურ რელიგიურ ხელოვნებას გამოესახა) და ჩაწვდომოდა იმას, თუ რა შეიძლებოდა ხელოვნებას გაემჟღავნებინა ღმერთის შესახებ, რომელმაც თავი დაიმდაბლა და ჯვარს ეცვა.

„და მან ვინც ოდესმე გაიგო თუ რას ნიშნავს მოკვდეს ქრისტესთან ერთად, შეუძლებელია უარყოს ის ჭეშმარიტება, რომელსაც დაამოწმებს ხელოვნება, და მის სანაცვლოდ უპირატესობა გრძნობითად გალამაზებულ გამოსახულებებს მიანიჭოს. მსგავსადვე, მან შეუძლებელია  ხატწერითი ნიმუშები იმ თეოლოღუმენაზე უპირატესნი იყვნენ, რომლებიც აბსტრაქტულ შეთანხმებათა და ანთროპოლოგიური მონაცემების ნაკლებობას განიცდიან. ხატები იმისათვის არსებობს, რომ გონისმიერ ლოცვაში დაგვეხმარონ, ხოლო რელიგიური ხელოვნება მიზანი კი ადამიანური გააზრების გამარტივებაა…“.


რობერტო ჯ. დე ლა ნოვალი (Roberto J. De La Noval) თეოლოგიას ნოტრ დამის უნივერსიტეტში (ინდიანა) ასწავლის.