კასიანას კოსმიური ტროპრის მოლოდინი

0

ვ.კ. მაკ კარტი (V.K. McCarty)

ვნების კვირის მსახურებათა მონაწილეთათვის, წმინდა კასიანას (ან კასიანე, 810-865) ტროპარი (,,უფალო მრავალთა ცოდუათა შინა, ვნებული დედაკაცი”) დაუვიწყარი ელემენტია. ეს ერთ-ერთ ყველაზე  ამაღელვებლი საგალობელია, რომელიც ვნების კვირის სამშაბათის საღამოს მსახურებაზე იგალობება. ამ ტროპრის განსაკუთრებული პოპულარობა შეიძლება მისი ამაღელვებელი მელოდიითა და იმპროვიზაციის იმ შესაძლებლობითაა განპირობებული, რომელსაც იგი მსმენელის მოსანუსხად მგალობელს აძლევს. უფლის ვნების მოახლოებასთან ერთად, ირგვლივ ემოციური ფონიც ძლიერდება.

ტროპარის ტექსტი მდედრობითი სქესის ადამიანის შინაგან სამყაროს გამოხატავს და ქრისტესთვის საცხებლის მცხებელი ქალების სახარებისეულ ისტორიას ერწყმის. პირველი თხრობა ლუკას მიერაა აღწერილი და შესაბამისადვეა გადმოცემული (ლკ. 7:36-50), მეორე ისტორიას კი უკვე მათე გვაუწყებს (მთ. 26:6-130. უნდა აღვნიშნოთ, რომ წმინდა რომანოზ ტკბილადმგალობელიც ამ ისტორიებს მრუში ქალის შესახებ დაწერილ კონდაკში აერთიანებს. ამგვარად, ეს საგალობელი პარადოქსებითა და პარალელებითაა მდიდარი და გულისხმობს, რომ მართლმადიდებელმა მსმენელმა წმინდა წერილი საკმაოდ კარგად იცის. რომანოზის მსგავსად კასიანაც ხმას იმ ქალს აძლევს, რომელიც ღმერთს შესაქმის სიდიადის გამო ადიდებს:

,,მიითუალე წყაროი ცრემლთა ჩემთა,
რომელი ღრუბელთა მიერ, განჰფინენ წყალსა ზღვისასა,
მოჰსდრეკ ჩემთა სულთქმათა მომართ გულისათა.“

წარმოიდგინეთ ის სიხარული, რომელიც იღუმენია კასიანას სულიერ მოძღვარს, წმინდა თეოდორე სტუდიელს უნდა ეგრძნო, თავისი იმ სულიერი შვილის ტროპრის მიღებისას, რომლის ხსენებასაც ეკლესია 7 სექტემბერს დღესასწაულობს. ეს საღვთისმეტყველო სამკაული სახარებისეულ მოძღვრებას ჰერმენევტიკულად განმარტავს და იმ გამომხსნელ საიდუმლოს გვიხსნის, რომელიც ადამიანთა ხსნისთვის უფლის მიერ გაწეულ ღვაწლთანაა (და ღვთის მოწყალე და სასწაულმოქმედ განგებულებასთან) დაკავშირებული. ამგვარად, უფლის ღვთაებრიობასთან სინანულით მიახლება და განღმრთობა, შედეგად კი ზეცად დამკვიდრება შეგვიძლია.

,,რომელმან მოჰსდრიკენ ცაი,
დაჰსცალიერდებოდი რა.“

მართალია ცოდვა ძალიან გვაშორებს ღმერთს, მაგრამ, განკაცების ძღვენით, უფალი იესო ქრისტე იმდენად მოგვიახლოვდა, რომ მასთან მიახლება თითოეულ ჩვენგანს, ყოველ ცოდვილს შეუძლია:

,,ამბორს უყო მე უხრწნელთა ფერხთა შენთა და,
წარვჰხოცნე ესენი კუალად თმითა თავისა ჩემისათა.“

მე-9 საუკუნის კონსტანტინოპოლიდან წმინდა კასიანა იმ ჭეშმარიტად გულწრფელი სინანულის მომენტებით გვასწავლის, რომლებიც ჩვენს პიროვნულ რწმენას განსწმენდენ- ამგვარად, მონანული ქალი ცენტრალური და სასარგებლო მაგალითი ხდება. მისი ისტორია ჩვენს ქმნილებითობას ცხადყოფს და ჩვენთვის ბოძებულ უსაზღვრო სიყვარულზე, ღვთის ნების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მოქმედების შესაძლებლობაზე, მოწყალე ღმერთთან გაერთიანებისა და მისდამი მადლიერებით დამოკიდებულებაზე მიგვანიშნებს.

მრავალ ცოდვაში ჩავარდნილ ქალს ძლიერ მაგალითად მოქმედება შეუძლია, მას ძალუძს, რომ თითოეულ ჩვენგან დაგვეხმაროს, ყველას, ვინც ცოდვისგან გამოწვეული იმედგაცრუებით ვართ დასნებოვნებულნი, რადგან ჩვენც მუხლმოყრილნი ვდგავართ ქრისტეს წინაშე და მას უფლად აღვიარებთ. ეს მისტიკური ქალი (რომელიც იესოს საკვების მიღებისას ალაბასტრის ჭურჭლით მიეახლა), შეიძლება კასიანას ტროპართა შთაგონება გახდა. ნელსაცხებლით თმებდალტობილი ქალის მიერ, ქრისტეს ფეხთა გამშრალების ეს გამომწვევი ფაქტი შეიძლება იესოს გონებაში დარჩა და როდესაც მან მოწაფეებისთვის სამოციქულო მსახურების მიმტევებლობითი კომპონენტების სწავლება მოისურვა, მან არდაგი მოირტყა, მოწაფეთა ფეხები დაბანა და ამგვარად მათ ღვთის მსახურთა სახე უჩვენა. ჰიმნოგრაფი წმინდა კასიანა საუცხოოდ აღწერს ცოდვის გამოცდილებას- ხორციელი ვნების ნესტარს, ყოვლისგანმსჭვალავ, დამატყვევებელ ცდუნებას ბნელი ტკბობის იმ წამიდან, რა წამსაც ცოდვილს გულისთქმა დაეუფლება.

,,ვაიმე მხმობელი,
რამეთუ ღამე არს ჩემდა, ბნელი უძღებებისა,
წყუდიად და ყოვლად უმთვარო, ტრფიალება ცოდვისა.“

ეს იმის საშინელი გააზრებაა, რომ ცოდვისაკენ მიდრეკილებამ ჩვენში შეიძლება ღვთის სიყვარულიც კი განაქარვოს და ჩვენი პრიორიტეტები დაამსხვრიოს. როგორი სასოწარკვეთილებაა არა? (რომ ღვთისადმი ჩვენი დამოკიდებულება შეიძლება რაღაც მომწამლავი და მიდრეკილებითი გახდეს, ამგვარად კი ცოდვილი მოქმედება უფრო  მეტად ცოდვილი ხდება)  როგორ შეიძლება ამ უმთვარო ღამეში ჩათრევა შევაჩეროთ ? ეს მხოლოდ ღვთის სიყვარულისკენ მიბრუნებითა და მისი გაცნობიერებით შეიძლება. ჩვენი სამარცხვინო შეცდომების გამოსწორებისა და მათდამი შებრძოლების ამ მოქმედებას მისტერიის კიაფი ახასიათებს, რადგან თვით ყველაზე ცოდვილი წადილის სიღრმეშიც კი ღვთის სიყვარული არსებობს, რომელიც ჩვენი ერთგულია და არ გვტოვებს. იგი საგალობელში აღწერილი ქალის მსგავსად მულმოყრილია და უფალს სთხოვს, რომ გარდამოიხილოს ზეცით და მისი გოდება შეისმინოს. 

მისი გულწრფელობა გარდაქმნის საწინდარია, რამდენადაც მაშინ, როდესაც მონანული ქალი ქრისტეს პიროვნებაში უფალს შეიცნობს, იგი მენელსაცხებლე წმინდანად გარდაიქცევა (რაც საოცარი და შესაფერისი პარალელია), რომელსაც ჩვენი ლოცვების გაძლიერება შეუძლია.

,,ამბორს ვუყო მე უხრწნელთა ფერხთა შენთა და,
წარვჰხოცნე ესენი კუალად თმითა თავისა ჩემისათა,
რომელთა სამოთხეს სლვით, ივარ მიმწუხრ გებისა,
ესმა რა სასმენელთა მისთა, შიშით დაიმალა.“

კასიანა ქალის მიერ იესოსადმი ნელსაცხებლის ცხების სახარებისეულ ისტორიას, შესაქმესეულ თხრობასთან მისტიკურად აერთიანებს. იგი სურათს გადმოგვცემს,  რომელიც, ორივე თხრობაში, ღვთის მოწყალებას ჰფენს ნათელს- ეს განმსჯელი და შემნდობი ღმერთის შესახებ დაწერილი ისტორიაა. მართლაც, კასიანეს ტროპარს მსმენელი, ედემის უძველეს, მდიდარ და უმანკო ბაღში მიჰყავს, რომელიც ამავდროულად შემზარავიცაა, რადგან ღმერთი ევას დაეძებს. ამასთანავე, ჩვენ ევას სამოთხისეულ სინანულსა და სირცხვილის გრძნობასაც კარგად ვხვდებით, როდესაც იგი, დღის მიწურულს, უფლის მასთან მიახლოებას გრძნობს. ამავდროულად, კასიანა, ევას გარდა, იესოს ფეხების მეამბორე მუხლმოყრილი ქალი ხილვის შესაძლებლობასაც გვაძლევს. დიდმარხვის დროს, ვისმენთ რა კასიანას საგალობელს, ქალის იმედისა და მიტევების მოწმენი ვხვდებით. მუხლმოყრილთ და ცრემლმორეულთაც კი, საღვთო სიყვარულის გამოუთქმელი ძღვენით გახარება შეგვიძლია, რომელიც ადამიანურ ბუნებას მოენიჭა, რათა იგი ადამიანური დაცემის მორევიდან გადარჩენისა და გამოხსნის გზაზე დაეყენებინა.

ნეტავ თითოეული ჩვენგანი უცოდველი და ღვთისმშობლის მსგავსად ღვთის ნებაზე სრულად მინდობილი ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, გულწრფელობისთვის საჭიროა ვაღიაროთ, რომ ადამსა და ევას მსგავსად, ღმერთზე უარიც გვითქვამს და მასთან ურთიერთობა ცოდვითაც დაგვიზიანებია. ჩვენს საზოგადოებაში პარადოქსულია, რომ ქალსა და კაცს შორის ინტიმური ურთიერთობა ხშირად მამაკაცს სიქველეს სძენს, ქალს კი, მეძავის მსგავსად გმობს.

ისიც შესაძლებელია, რომ ყოველივე ამას ისმენდე და ფარულად განიხარებდე, და სხვა ცოდვილებს შენ წინაშე წარმოიდგენდე, მაგრამ ეს საგალობელი ყოველი მორწმუნის შესაწევნელადაა შექმნილი. ამიტომ, სხვის ცოდვაზე ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან შეიძლება მან სწორედ ამ ცოდვისკენ შეგვაბრუნოს და ღვთისგან განგვაშოროს. სააღდგომო სულიერი თაყვანისცემის არსი კი საღვთო სიყვარულით პატიების უნარია. ცოდვებზე გულით ის კაცები და ქალები გოდებენ, რომლებიც მართალია ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნენ და სათნო გული აქვთ, თუმცა, ხანდახან სცოდავენ.

მრავალ ცოდვაში ჩავარდნილი თითოეული ჩვენგანი ღვთისგან შეწყალებას ითხოვს. საგალობლის მგალობლები და მისი მსმენელები შემოკრებილნი ვართ ეკლესიაში და ღვთის უსაზღვრო მოწყალებას ვითხოვთ, რადგან ვიცით, რომ საღვთო მიტევება მხოლოდ სინანულით შეიძლება განვიცადოთ. კასიანას საგალობელი გვეხმარება, რომ სახარებისეული საკითხავი იმ გულში განვასხეულოთ, სადაც უფალ იესო ქრისტეს ფერისცვალებისა და კრძალულების ხილვაში ვეგებებით.

 Nota bene: კასიანას საგალობლის დიდ ეკლესიაში მოსმენა ნამდვილად განსაკუთრებული სიამოვნებაა, მაგრამ მათთვის, ვინც უფრო მომცრო მრევლს ვეკუთვნით, სააღდგომო სლვის ჟამს, კასიანას ტროპრებით ტკბობის განსხვავებული გზებიც არსებობს. შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს:

კასიანას საგალობლების ეს CD აწ უკვე წლებია ჩემი ფავორიტია. VocaMe-ს ქალთა გუნდი ამ ტროპრების გულში ჩამწვდომად გალობს. გარდა ამისა, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ უფრო ახალი და მნიშვნელოვანი ჩანაწერიც არსებობს, რომელიც Alexander Lingas-ის ხელმძღვანელობით Cappella Romana-მ ახლახანს გამოსცა და იგი დახვეწილი აკადემიურობით ხასიათდება.


*Note that the translation for the Hymn of Kassia used in this meditation for St. Gregory the Theologian Orthodox Mission is that of Gheorghita Zugrava from his Columbia University dissertation, Kassia the Melodist and the Making of a Byzantine Hymnographer.

ვ.კ მაკარტი (V.K. McCarty) ინგლისელი თეოლოგია. იგი General Theological Seminary-აში ასწავლის, პარალელურად კი აღმოსავლური ქრისტიანობის კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მისი წიგნი From Their Lips: Voices of Early Christian Women გამომცემლობა Gorgias Press-მა გამოსცა.