ლიტურგია და უმცირესობის უფლებები
ქრისტოფერ შეკლიანი (Christopher Sheklian)

,,დაკარგულის პოვნა ყოველთვის სასიამოვნოა,“ განაცხადა კონსტანტინოპოლის სომეხთა საპატრიარქოს პატრიარქმა საჰაკ II-მ (მინასიანმა), თურქეთში, მალათიაში მდებარე წმინდა სამების სახელობის სომხური ტაძრის (რომელიც ასი წლის მანძილზე დალუქული იყო) გახსნისას წარმოქმულ ქადაგებაზე. ტაძარი მალათიას სომხური კულტურისა და სოლიდარობის საქველმოქმედო ორგანიზაციისა (HayDer) და მალათიას მუნიციპალიტეტის ერთობლივი სამუშაოს შედეგად აღდგა. წმინდა სამების ტაძრის ხელახალი კურთხევა 28 აგვისტოს, შაბათს მოხდა, ხოლო მეორე დღეს კი ამავე ტაძარში აღსრულებული საღვთო ლიტურგია, მართლაც ისტორიული და სასიხარულო მოვლენა იყო. პატრიარქმა საჰაკ II-მ, ტაძრის გახსნის ისტორიულ მოვლენას მარჯვედ დაუკავშირა ლუკას სახარების მე-15 თავისა და ,,ღვთისმშობლის წმინდა სარტყელის დღესასწაულის“ პასაჟები. მან სომხური სამოციულო ეკლესიის აღდგენის მონუმენტურ მოვლენას გაუსვა ხაზი, რომელიც სომხური გენოციდის დროს (1915) იქნა მიტოვებული. იგი არა მხოლოდ აღდგა თურქული მუნიციპალიტეტის დახმარებით, არამედ მასში სომხური ქრისტიანული ლიტურგიკული ცხოვრებაც განახლდა. ლუკას სახარებისეულ იგავთა თემები, დაკარგულის პოვნის სიხარული და ახალი ცხოვრების დაპირება, შაბათ-კვირის ახალ ამბებში იგრძნობოდა.
ცენტრალური ანატოლიის ქალაქ მალათიას (რომელიც მელიტინის სახელითაცაა ცნობილი), ძალიან გამორჩეული სომხური ყოფა ახასიათებდა, სულ მცირე იმ დროს, როდესაც იგი რომაული პროვინციის დედაქალაქი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თაშორანის სახელით ცნობილი ეკლესია 1915 წლის გენოციდის შემდეგ განადგურდა, მალათია იმ რამდენიმე ურბანულ ცენტრს შორის იყო, რომლებმაც სომხური მყოფობა მეოცე საუკუნეში შეინარჩუნეს. დღეს მალათია, თურქებს შორის, გრანტ დიკის შობის ადგილადაა ცნობილი. იგი იყო მნიშვნელოვან გაზეთ- Agos ჟურნალისტი და ინტელექტუალი და რომელიც საკუთარი ოფისის გარეთ 2007 წელს მოკლეს. ტაძრის ხელახალ კურთხევასთან დაკავშირებულ რამდენიმე სტატიაში, გრანტ დიკის დაბადების ადგილის მეზობლად მდებარე ეკლესიაა მოხსენიებული.
იმის მიუხედავად რომ დინკის შობის შემდეგ (1950) ქალაქის სომხური მოსახლეობა კიდევ უფრო შემცირდა, ეს თემი მაინც არსებობს. ისიც აღსანიშნავია, რომ ქალაქიდან წასული სომხებიც კი მასთან კონტაქტს ინარჩუნებენ. მალათიელ სომხებსა და ქალაქში დარჩენილ საზოგადოებას შორის კავშირის გაძლიერება, 2010 წელს დაარსებული ორგანიზაციის- HayDer მიზანიცაა. ეს ორგანიზაცია ქალაქთან დაკავშირებულ სალიტერატურო და კულტურულ საქმიანობასაც უჭერდა მხარს, როგორიცაა ქალაქის დიდებული ისტორიის თურქულად თარგმნა და ტაძრის აღდგენის ორგანიზატორობა. პატრიარქმა მაშალიანმა, თავის როგორც სომხურ, ასევე, თურქულენოვან ქადაგებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება დღესასწაული იყო- ბაირამი, ყველა სომეხისთვის, მალათიელი სომხების ფართო წრისთვის და უმთავრესად კი უშუალოდ მალათიაში მცხოვრები თემისთვის. პატრიარქმა განაცხადა, რომ მამა ავედის იშკენდერუმელი, ანატოლიის ყოველი სომეხის წინამძღოლის რანგში ახალ როლს შეასრულებს. ტაძრის აღდგენასთან ერთად მისი იქ განმწესება, მალათიელ სომეხთა ლიტურგიკული და საკრამენტული ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში მოქცევასაც ნიშნავს.
აქტიური ლიტურგიკული ცხოვრება არა მხოლოდ თურქეთში მცხოვრები სომური თემისთვისაა სასიკეთო, არამედ ამ ქვეყანაში მსხემი ყველა ქრისტიანისათვის. სწორედ ამაზე მიუთითებდა მეზობელ ქალაქ ადიამანის სირო-მართლმადიდებლური ეპარქიის ეპისკოპოსის- გრიგოლ მელქი ურეკის ღვთისმსახურებაზე დასწრება. თურქულენოვანი ქადაგების დასრულებისას, პატრიარქმა მაშალიანმა მადლობა გადაუხადა მთავარეპისკოპოს გრიგოლს არა მხოლოდ მსახურებაზე დასწრებისთვის, არამედ იმის გამოც, რომ მან სომხური ლიტურგიკული ცხოვრების არარსებობის ჟამს, საკუთარ ეპარქიაში მცხოვრებ სომხებზე, ,,განრჩევის გარეშე“ ზრუნავდა. ერთმანეთის ლიტურგიკული ტრადიციის აღიარებიდან გამომდინარე, ეს ორი უძველესი აღმოსავლური ეკლესია ერთმანეთთან ,,თანაზიარებაშია.“ ეკუმენური სამოძღვრო მზრუნველობა, რომელსაც ახლა მამა ავედისი იტვირთავს, თურქეთში მსხემი ყველა უძველესი აღმოსავლური ეკლესიის უფლებაზე მიუთითებს, რომლის გამოისობითაც (მიუხედავად განგრძობითი საკრამენტული და ლიტურგიკული ცხოვრებისა) მათ ქრისტიანულ უმცირესობებად არსებობა შეუძლიათ. სწორედ ამ საკითხი შევეხე განსაკუთრებულად ტექსტში- Turkey’s Armenian Christian Minority Is Safeguarding Ancient Liturgy.
ლიტურგიის აღსრულების უფლებას, რა თქმა უნდა, ყოველთვის თან არ სდევს უმცირესობებისა და ადამიანის ყველა უფლებათა დაცვა. გაზეთ Agos-ის ამჟამინდელი მთავარი რედაქტორი, ეტვარტ დანზიკიანი ქრისტიანული უმცირესობებისათვის ლიტურგიის აღსრულების უფლებების თანმდევ გამოწვევებზე უსვამს ხახს და შენიშნავს: ,,თუ ეს ნაბიჯები პოლიტიკურ დონეზე არ იქნება მხარდაჭერილნი, თურქულ-სომხური ურთიერთობების სამომავლო გაუმჯობესებას არ უნდა მოველოდეთ.“ მისი კომენტარები ერთ მკაცრ ჭეშმარიტებაზე მიუთითებენ, რომელიც სხვადასხვა სასიხარულო ფაქტებს ჩრდილავს- წმინდა სამების სახელობის სომხური ტაძარი სრულად არ აღდგენილა, არამედ აღდგა წმინდა ტრაპეზი, რომელშიც vemkar-ის, ანუ სომხურ ეკლესიათა მთავარი ქვა (რომლის გადაადგილებაც შეიძლება) შეიძლება მოთავსდეს. შაბათ საღამოს, პირველი საღვთო ლიტურგიის წინ, მსახურება ტაძრის ყოველ კედელზე ზეთის ცხებას კი არა, არამედ მხოლოდ წმინდა ტრაპეზის კურთხევას მოიცავდა. როგორც პატრიარქმა მაშალიანმა დააზუსტა, როდესაც ამ სივრცეში ლიტურგიკული მსახურება არ იქნება ჩანიშნული, იქ ,,კულტურული აქტივობები გაიმართება.“
რეალურად, წმინდა სამების ტაძარი, როგორც ეკლესია, სრულად არ გახსნილა. მუნიციპალიტეტის დახმარებით იგი აღდგა როგორც ტაშორანის ეკლესია და კულტურული ცენტრი. აქ, როგორც კუნძულ ახტამარზე მდებარე წმინდა ჯვრის სახელობის ძალიან მნიშვნელოვან ეკლესიაში, წმინდა მსახურება მხოლოდ ხანდახან აღესრულება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღვთისმსახურებაზე ქრისტიანული უმცირეობის დასწრება, როგორც სახელმწიფოს, ასევე, თურქული საკუთრებისა და ძეგლების შესახებ არებულ კანონთა საფუძვლებზე იზღუდება. თურქეთის პარლამენტის სომეხმა წევრმა გარო ფაილანმა, ეს საზღვრები სიღრმისეულად გამოიკვლია და ეროვნულ ასამბლეას ეკლესიის სტატუსის შესახებ არსებული მრავალი შეკითხვით მიმართა. მამა ავედისის დაქვემდებარებაში არსებული სრულად ფუნქციონირებადი ტაძრებისგან განსხვავებით, ,,ტაშორანის ეკლესია და კულტურული ცენტრი“ ვაკფი არაა. მას მხარს HayDer, ასოციაცია ან dernek უჭერს და სხვადასხვა წესებით იმართება. როგორც სხვაგან ვამბობდი, ვაკფის სტატუსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საეკლესიო საკუთრების კონტროლისთვის და ამ სტატუსის მიღება თითქმის შეუძლებელია აღდგენილი ეკლესიებისთვის, იმ ძეგლებისთვის რომლებიც პირვანდელი სახით აღარ არსებობენ. თავის ქადაგებაში პატრიარქი მაშალიანი იმ მიდგომას შეეწინააღმდეგა, რომლის თანახმადაც უნდა იყოს ,,ან ყველაფერი ან არაფერი“ და რომელი მიდგომაც მალათიის ეკლესიის შეზღუდულ პირობებს ეწინააღმდეგება. პირიქით, იგი ,,სამეუფეო გზის“ აგებას მოითხოვს, რომლითაც ,,ტაშორანის ეკლესიისა და კულტურული ცენტრის“ სახელით გახსნილი ეკლესია მალათიაში მცხოვრებ სომეხთათვის ლიტურგიკული და საკრამენტული ცხოვრების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. ამგვარი ლიტურგიკული და საკრამენტული გამოხატულება შეიძლება და უნდა იხილვებოდეს თურქეთში მცხოვრები ქრისტიანული უმცირესობების ფართო პროექტად. ანატოლიაში მდებარე ეკლესიის აღდგენისა და მასში საღვთო ლიტურგიის გაცოცხლების სიხარულის გარდა, ,,ტაშორანის ეკლესიისა და კულტურული ცენტრი“ იმასაც გადმოსცემს, რომ ლიტურგიკული მყოფობა, უმცირესობათა ძლიერი უფლებებით არ შემოისაზღვრება.
ქრისტოფერ შეკლიანი (Christopher Sheklian) ნაიმინგენში მდებარე რადბოუდის უნივერსიტეტის (Radboud University Nijmegen) პოსტ-სადოქტორო პროგრამის მკვლევარია.